FIB-ის შესახებ
ფედერალური საგამოძიებო ბიურო ლოს სანტოსის წამყვანი სამართალდამცავი ორგანოა, რომელიც დაზვერვაზე დაფუძნებული ოპერაციების მეშვეობით მოქალაქეების დაცვასა და წესრიგის შენარჩუნებას ემსახურება.
ჩვენი დანაყოფებები

უნივერსალური აგენტები
აგენტები, რომლებსაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დანაყოფს დაეხმარონ.

გენერალური ინსპექცია
შიდა ინსპექციის და ანტი კორუფციული დეპარტამენტის მუშაკები.

მძევლების სამაშველო ჯგუფი
ელიტური დანაყოფი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საგანგებო სიტუაციებისა და მაღალი რისკის შემცველი საფრთხეების წარმართვაზე.

სისხლის სამართლის გამოძიების განყოფილება
რთული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.
ჩვენი ისტორია
2015 წელს LSPD-სა და IAA-ს შორის რამდენიმე ერთობლივი ოპერაციის ჩაშლის შემდეგ, სან ანდრეასის შტატის მთავრობამ გადაწყვიტა ფედერალური უსაფრთხოების სისტემის რეფორმირება. შედეგად, შეიქმნა ახალი სტრუქტურა - ფედერალური გამოძიების ბიურო (FIB), რომლის ამოცანაა წესრიგის აღდგენა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეების პრევენცია.
დაარსების პირველივე დღეებიდან FIB-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც ელიტური სააგენტო, რომელიც დისციპლინის, კონფიდენციალურობისა და ეფექტურობის პრინციპებით მოქმედებს. მისი დანაყოფები იძიებენ კორუფციას, კიბერდანაშაულს, ტერორიზმს და აკონტროლებენ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას.
დღეს FIB ფედერალური ხელისუფლებისა და წესრიგის სიმბოლოა, რომელიც იცავს სახელმწიფოს ინტერესებს და მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ჩვენ ვხედავთ იმას, რაც დაფარულია. ჩვენ ვმოქმედებთ იქ, სადაც სხვებს ეშინიათ.